ლიზა მაღრაძე ბადრი პატარკაციშვილის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია. ის საზოგადოებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნო. ლიზა პატარა ასაკიდან მღერის, მოგვიანებით კი მან ტელეწამყვანის ამპლუაც მოირგო. როგორც ცნობილია, ბადრი პატარკაციშვილს შვილიშვილთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მასთან დიდ დროს ატარებდა და პატარა ლიზას ყველა სურვილს უსრულებდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლიზა მაღრაძე საიდუმლოდ დაქორწინდა რჩეულზე, გიორგი კაკაბაძეზე. წყვილს ქორწილი არ გადაუხდია და, მიუხედავად საზოგადოების ინტერესისა, ლიზა პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა არ საუბრობს. მალევე მან სოციალურ ქსელში სასიამოვნო სიახლე გააზიარა და მისმა საორსულო ფოტოსესიამ დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
ივნისის თვეში ლიზა მაღრაძემ ფოტო სამშობიაროდან გამოაქვეყნა: „გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო პატარა ვარსკვლავო. გისურვებ, ყველა შენი ოცნება აგისრულდეს“ - წერდა ლიზა. ამჯერად ის მეუღლესა და პატარა ანინესთან ერთად გადაღებულ ულამაზეს კადრებს აქვეყნებს. ახალმა ფოტოებმა წყვილის გულშემატკივრების მხრიდან დიდ მოწონება დაიმსახურა: „ულამაზესი გოგოა“, „რა ლამაზი და ტკბილია“, „ულამაზესი დედა-შვილი, ლიზა, ჩემო საყვარელო, ბედნიერი დედიკო იყავი და ბედნიერი ქალი“, „ანინეს ფანი გავხდი“ - წერენ „ინსტაგრამზე“.