ალექსანდრე სავაჭრო ცენტრისა და ხორცის მწარმოებელი კომპანიების მფლობელია. მან ცოტა ხნის წინ 55 წლის იუბილე აღნიშნა. კეთილი, მოღიმარი და ოჯახის მოსიყვარულე კაცი - ასე ახასიათებენ მას. ალექსანდრემ საკუთარ ორმაგ ცხოვრებაზე გულწრფელად ისაუბრა და აღიარა, რომ 16 წლის განმავლობაში ის ორ ოჯახში ერთდროულად ცხოვრობდა.
„ჩემი მეუღლე, ევა, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში გავიცანი. მესამე კურსზე ვიყავით, როცა დავქორწინდით. მალევე პირველი შვილი, მიხეილი შეგვეძინა. მიუხედავად ამ ბედნიერებისა, თავს გამოუყენებელ, უსარგებლო ადამიანად ვგრძნობდი, რადგან ჩემი ცოლი შეძლებული ოჯახიდან იყო, ხშირად მიკეთებდა საჩუქრებს... ქორწილიც მისმა მშობლებმა გადაგვიხადეს. არ ვიცი, რა ნახა მან ჩემში. მრცხვენოდა და მუშაობა დავიწყე, რომ როგორმე მე თვითონ გამეტანა თავი და მეზრუნა ოჯახზე. ამასობაში მეორე ვაჟიც შეგვეძინა, 5 წლის შემდეგ კი - ქალიშვილი, ანინა. მე ნელ-ნელა ფინანსურად გავძლიერდი და როცა ჩემი სიმამრისგან ფულს ვისესხებდი, მას აუცილებლად ვუბრუნებდი უკან.
როცა ქორწინების 15 წელი აღვნიშნეთ, ჩემმა ცოლმა მითხრა, რომ ყველაფერი ცუდი უკან მოვიტოვეთ და ჩვენი ცხოვრება ზღაპარს ჰგავდა, თუმცა შემდეგ რაღაცები შეიცვალა - მან ეჭვიანობა დაიწყო და მეუბნებოდა, რომ ვატყუებ. რეკავდა ჩემს მდივანთან, ამოწმებდა ჩემს ტელეფონს, მითვალთვალებდა... ამ ხნის მანძილზე ევა მხოლოდ ბავშვებითა და ოჯახით იყო დაკავებული. მე ვიფიქრე, რომ თუკი საკუთარი საქმე ექნებოდა და იმუშავებდა, ყველაფერი დალაგდებოდა. ამიტომ მას სამსახური ვუპოვე, თუმცა მას ეს ყველაფერი ერთ წელში მობეზრდა.
ამის შემდეგ გამოსავალი ფსიქოლოგთან მისვლაში ვნახეთ. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია, არ მაქვს საკმარისი დრო ოჯახისთვის, შვილებისთვის: „კარგი, დავანებებ სამსახურს თავს და სახლში დავჯდები“ - ვთქვი მე, თუმცა ჩემი ცოლი ამის სასტიკი წინააღმდეგი აღმოჩნდა. მდგომარეობა გაამწვავა იმანაც, რომ ჩემი კომპანია სხვა ქალაქში ახალ ფილიალს ხსნიდა და მე რამდენიმე დღით წასვლა მომიწია. მიუხედავად სკანდალისა, წასვლა გარდაუვალი იყო. მივლინებაში დრო ძალიან სასიამოვნოდ გავიდა, ვგრძნობდი, რომ სახლში დაბრუნება არ მინდოდა. იქ ყოფნისას, ერთ საღამოს, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი და იურისტი გავიცანი. ახალგაზრდა ქალი ჩემზე 10 წლით უმცროსი, ანუ 27 წლის იყო. ბევრი ვისაუბრეთ და როცა დასაძინებლად წავედი, თვალი ვერ მოვხუჭე, მის გვერდით თავს სრულყოფილად, მშვიდად და სასიამოვნოდ ვგრძნობდი, რაც ასე ძალიან მაკლდა.
როცა სახლში დავბრუნდი, ჩემი ცოლი შეიცვალა, მას ექიმმა წამლები დაუნიშნა, რომელთა მიღების შემდეგაც მშვიდი და გაწონასწორებული გახდა. გადავწყვიტეთ, მთელ ოჯახს ერთად დაგვესვენა იტალიაში. იმავე წელს ჩვენი უმცროსი შვილი პირველ კლასში მივიდა. მიუხედავად ამისა, ქალზე, რომელიც მივლინებაში გავიცანი, ჯულიაზე, მუდმივად ვფიქრობდი. ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდით კომპანიის მიერ მოწყობილ ლაშქრობაზე, სადაც ორი ღამე ერთ კარავში გავათენეთ, მესამე ღამეს კი მოხდა ის, რაც, ალბათ, არ უნდა მომხდარიყო. ჯულიამ გამაფრთხილა, რომ ის თავისუფალი ქალი იყო და არ სურდა ზედმეტი პასუხისმგებლობები. ეს ჩემთვის ძალიან მომხიბვლელი აღმოჩნდა. ვიცოდი, რომ გარკვეული დროის შემდეგ ის დაქორწინდებოდა და ჩემთან ურთიერთობას გაწყვეტდა, მაგრამ მასთან გატარებული ყოველი წამიც კი მაბედნიერებდა.
ამ ეიფორიის დროს, ჩემმა ცოლმა მოულოდნელად გამომიცხადა, რომ მეოთხე ბავშვზე იყო ორსულად. მე მგონია, რომ მან რაღაც იგრძნო და იფიქრა, რომ კიდევ ერთი შვილი ჩვენს ურთიერთობას გამოასწორებდა.
მივლინებაში ყოფნის დროს, სასადილოში ეს სცენა განმეორდა - საუზმის დროს ჯულიამ გახსნა ჩანთა და იქიდან ტესტი ამოიღო, სადაც ჩანდა, რომ ისიც ორსულად იყო. 2006 წელს მან ჩემი შვილი, მაშა გააჩინა.
მანამდე, 2005 წელს, ჩემმა ცოლმა ევამ ტყუპი მოავლინა ქვეყანას. მათ ნატალია და ალექსანდრა დავარქვით. ალექსანდრა ცერემბრალური დამბლის სინდრომის მატარებელია. მე ყოველდღე ვხედავ, როგორ შრომობს, სწავლობს, ეცნობა ახალ ინფორმაციას ჩემი ცოლი, როგორ ათენებს ღამეებს ჩვენი შვილისთვის და მივხვდი, რომ ოჯახი და სიყვარული სულ სხვა რამაა, მას ვერანაირი გატაცება ვერ შეედრება. ერთხელ ევამ წამომაძახა, რომ ჩვენი შვილის ეს დაავადება სასჯელია ჩემი ღალატის გამო. ამას დღემდე ძალიან განვიცდი, თუმცა ვცდილობ, ჩემი სიყვარული და ყურადღება ორივე ოჯახს გავუნაწილო, დასასვენებლადაც ორივე მათგანთან ერთად წავიდე და დღესასწაულებიც ისე აღვნიშნო, რომ ბავშვებმა უჩემობა არ იგრძნონ. ასე გრძელდება უკვე 16 წელიწადია.