გურამ ლომიძე და ხატია შამუგია ერთ-ერთი იმ წყვილთაგანი იყო, რომელზეც საზოგადოება ბევრს საუბრობდა. უამრავი ჭორი გავრცელდა მათი დაშორების შესახებაც. ამ თემაზე გურამ ლომიძემ საჯაროდ გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ისაუბრა.
გურამ ლომიძე 20 წლის იყო, როცა ხატია შამუგიაზე იქორწინა. მიუხედავად მცირე ასაკისა, თვლის, რომ ეს შეცდომა არ იყო, რადგან მათ შესანიშნავი შვილი, 19 წლის ნიკა ჰყავთ.
ხატია შამუგია და გურამ ლომიძე ერთმანეთს ქორწინებდან 2 წელში დაშორდნენ. როგორც გურამი იხსენებს, მიზეზი მისი ერთ-ერთი ფლირტი იყო, რაც ხატიამ ღალატად ჩათვალა: „სხვა გოგოსთან არ დავდიოდი, ფლირტის დონეზე იყო მიმოწერა. ხატიამ ჩათვალა, რომ ვუღალატე, არადა, არ მიღალატია იმ პერიოდში“ - ამბობს მომღერალი.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ სცადა მან ოჯახის შენარჩუნება, გურამ ლომიძე განმარტავს, რომ ამის მიზეზი სწორედ ის ფლირტი იყო, რის გამოც მეუღლეს დაშორდა. ის თვლის, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან მისი და ხატიას ოჯახი ვერ შედგებოდა: „იყო ოჯახის გადარჩენის მცდელობა, მაგრამ ასაკმაც იმოქმედა. ხატია, ალბათ, სწორად მოიქცა, რადგან ჩვენი ურთიერთობა არ შედგებოდა“ - ამბობს გურამ ლომიძე.