ნუკი კოშკელიშვილის ამერიკელ ქმარს, ბენჯი ხაიმს, ხშირად მოიხსენიებენ „ქართველების საყვარელ სიძედ“. ბენჯი ნუკისთან ქორწინების შემდეგ აქტიურად ცდილობს ქართული ენის შესწავლას და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს ქართულ ენაზე. ნუკი და ბენჯი ამერიკაში ცხოვრობენ და მათ ერთი შვილი, ოვი ჰყავთ.
ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. ის გამომწერებს მუდმივად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს და მათი მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. განსაკუთრებული პოპულარობით მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები სარგებლობს. გულშემატკივრები ხშირად უსვამენ ხაზს წყვილის ჰარმონიულ დამოკიდებულებას.
„ჩემს ქმარს ჰგონია, რომ ყველაზე ლამაზი ცოლი ჰყავს“ - ამბობდა ნუკი ერთ-ერთ ინტერვიუში. როგორც ჩანს, ბენჯი ხაიმი მართლაც ასე ფიქრობს. მან საკუთარ „ინსტაგრამზე“ ნუკის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც წარწერა ქართულად გაუკეთა: „მე დაქორწინებული ვარ ყველაზე ლამაზ ქალზე მსოფლიოში“.