ფოტოგრაფ მარიამ ნაკანს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მას 146 ათასი გამომწერი ჰყავს, რომელთაც ხშირად უზიარებს პროფესიულ სიახლეებს, პირად და ოჯახურ ფოტოებს. განსაკუთრებულ მოწონებას მარი ნაკანის ქალიშვილი, 18 წლის ლიტა თავაძე იმსახურებს.
დედის მსგავსად, სოციალურ ქსელში ლიტაც პოპულარულია. გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ გოგონა ძალიან ჰგავს დედას, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც სტილი და თმის ფერი შეიცვალა.
როგორც ცნობილია, ლიტა თავაძე შეყვარებულია. მისი რჩეული კი გიორგი ორდენიძეა. წყვილი განსაკუთრებით აქტიურია TikTok-ზე, სადაც ერთად გადაღებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებენ, მეგობრებისა და გამომწერების მხრიდან კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებენ.
ამჯერად ლიტასა და გიორგის ვიდეო, წარწერით „Love is in the air“, საკუთარ „ინსტაგრამზე“ მარიამ ნაკანმა გამოაქვეყნა. წყვილმა ამჯერადაც ბევრი დადებითი შეფასება დაიმსახურა: „ძალიან საყვარლები“, „ლიტუკა, სილამაზე ხარ“, „ულამაზესები არიან, დიდ და ხანგრძლივ ბედნიერებას ვუსურვებ“, „რა ლამაზები არიან“, „ძალიან-ძალიან ლამაზები და საყვარლები” - წერენ კომენტარებში.