გუშინ მთაწმინდის პარკში, სადაც "ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა, საზოგადოების უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა. ღონისძიებაზე იმყოფებოდა ასევე მმართველი პარტიის გენერალური მდივნისა და მოქმედი მერის დიზაინერი მეუღლე ანუკი არეშიძე. თუმცა პრეზენტაციას არ ესწრებოდნენ მერის შვილები. ანუკი არეშიძემ ღონისძიებისთვის აკადემიური სტილი და თეთრი ფერი შეარჩია...
ინფორმაციისთვის, კახა კალაძე 2013 წლიდან დღემდე პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანია. 2012-17 წლებში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი იყო. 2017 წლიდან დღემდე კახა კალაძე დედაქალაქის მერის თანამდებობას იკავებს.
როგორც ცნობილია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.