ცნობილი ტელეწამყვანის, ეკა მიშველაძის შვილი მაკო კვიტაიშვილი თავადაც ტელესახეა. მაკო საზოგადოებამ წლების წინ ერთ-ერთი მუსიკალური პროექტიდან გაიცნო, რომელშიც ის მონაწილეობას იღებდა. ახლა კი დილის გადაცემის წამყვანია და ეკრანზეც ხშირად ჩანს. მაკო სოციალურ ქსელშიც განსაკუთრებით აქტიურია და გამომწერებთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს. ამჯერად ტელეწამყვანი „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით სწორედ მათ კითხვებს პასუხობს: „თორნიკე როგორი მამაა?“, „ეკა როგორი ბებოა?“, „მოგვიყევი პოსტმშობიარობის შესახებ“, „კიტა დედას ჰგავს თუ მამას?“ - სწერენ გამომწერები.
მაკო კვიტაიშვილი განმარტავს, რომ მისი მეუღლე თორნიკე გაგუა კარგი მამაა და მას ყველაფერში ეხმარება: „ყველა მამა ისეთივე ჩართული უნდა იყოს ბავშვის აღზრდაში, როგორც დედა“ - წერს მაკო. გარდა ამისა, გამომწერების თხოვნას, რომ თორნიკე ხშირად გამოაჩინოს, ის პასუხობს, რომ მის მეუღლეს ფოტოების გადაღება არ უყვარს.
მაკო კვიტაიშვილმა კითხვები დედის, ეკა მიშველაძის შესახებაც მიიღო და დაწერა, რომ ეკა შესანიშნავი ბებიაა: „ეკა სასწაული დედაა და ბებია კიდევ უკეთესია“. ტელეწამყვანმა ორსულობასა და პოსტსამშობიარო პერიოდზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ბავშვის დიდი წონის გამო ბუნებრივად ვერ იმშობიარა, მშობიარობის შემდეგ კი განსაკუთრებული გართულებები არ ჰქონია: „ძალიან მინდოდა ფიზიოლოგიურად მშობიარობა, თუმცა კიტა ძალიან გაიზარდა ბოლო თვეში და გადაწყდა საკეისრო. ყველას ტყუპებზე ვეგონე ორსულად, არადა, ერთი დიდი ბუმბერაზი კაცი, კიტა იყო. სამშობიაროში 12 კილოგრამი დავტოვე, მაგრამ კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო“ - წერს მაკო. ის ასევე განმარტავს, რომ განწყობის შეცვლა, დეპრესიის განცდა და დაღლილობა, რაც მშობიარობის შემდეგ დამახასიათებელია, მასაც აქვს, მაგრამ არა მძიმე ფორმებით.
განსაკუთრებული კომპლიმენტები, ცხადია, პატარა კიტამ დაიმსახურა: „კიტა ძალიან ლამაზია, მეორეც მიაყოლეთ“ - სწერენ მაკოს, ის კი პასუხობს, რომ მეორე შვილი ჯერ ადრეა და 3-4 წელი შუალედი აუცილებელია. მაკო აღნიშნავს იმასაც, რომ კიტა გარეგნობით ჯერ-ჯერობით მამას ჰგავს, ხასიათი კი მუდამ სერიოზული აქვს. ტელეწმყვანმა კითხვები შვილის ნათლიებთან დაკავშირებითაც მიიღო და დაწერა, რომ ისინი უკვე შერჩეული ჰყავს: „საუკეთესოები იქნებიან“ - წერს მაკო.