პოეტი გელა დაიაური 2010 წელს მეუღლის, თეონა ქუმსიაშვილისა და ორი შვილის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ ემოციურ პოსტს წერს და ცოლის ფოტოს აქვეყნებს.
„ხო, თეო… უნდა ამოვიდე დღეს… უნდა ამოვიდე, რადგან თქვენი მარადიულ სამყოფელში გასვლის დღეა… უნდა ამოვიდე და კიდევ ერთხელ გინატროთ, კიდევ ერთხელ ჩავიწყვიტო გული და ნერვი, კიდევ ერთხელ ვიგრძნო ჩემი სიმცირე თქვენი არ ყოფნის გამო!!! გაცხოვნოთ უფალმა, ჩემი სიცოცხლის თანამგზავრებო,“ – წერს გელა დაიაური
ცნობისთვის, გელა დაიაურის მეუღლე, მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი და მათი ორი ვაჟი, ორი წლის დემეტრე და ცხრა თვის ჯარჯი 2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა მდინარეში გადავარდა. შემთხვევას მხოლოდ გელა დაიაური გადაურჩა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>