მოდელი ქეთი ჟღენტი სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამსა“ და „ტიკტოკზე“, დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 54 ათასი გამომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეთი ჟღენტი და მისი მეუღლე თორნიკე ქებურია მესამე შვილს ელოდებიან.
მოგვიანებით, მოდელმა ეს ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა ბავშვის სქესის გამხელისგან თავი შეიკავა.
გუშინ ქეთი ჟღენტი იუბილარი იყო, ის 23 წლის გახდა და, როგორც მისი „ინსტაგრამსთორებიდან“ ჩანს, მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში დღე მხიარულად აღნიშნა. მისი წვეულების თემა „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ იყო, მთავარი გმირის როლი კი თავად მოირგო და ულამაზესი დეკორაციების, სპეციალურად მისთვის შექმნილი ბანერებისა და სადღესასწაულო ტორტის წყალობით, ქეთის იუბილე მართლაც საოცარი აღმოჩნდა.
იუბილარის მეგობრების მიერ „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ქეთის მეუღლემ, თორნიკე ქებურიამ, ტორტზე სანთლების ჩაქრობა დაასწრო, რამაც სტუმრები კიდევ უფრო გაამხიარულა. ქეთიმ მეუღლისგან დაბადების დღეზე საჩუქრად წითელი ვარდების ულამაზესი თაიგული მიიღო. წვეულება სასიამოვნო გარემოში გაიმართა, თავად იუბილარს კი დეკორაციების შესაფერისი შავი ფერის კაბა ეცვა, რომელშიც წამოზრილი მუცელი უკვე ეტყობოდა.
"ჩემი სიყვარულები" - ამ წარწერით გამოაქვეყნა თოშამ მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო ქეთის დაბადების დღიდან.
ქეთი მეუღლესთან ერთად ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოში ყოფნისას დროის დიდ ნაწილს კი კაჭრეთის "ამბასადორში' ატარებს.
მოდელის "ინსტაგრამს" თუ გადავხედავთ, მას საჩუქრების ფოტოების გამოფენა არ უყვარს და ძირითადად ოჯახური კადრებით შემოიფარგლება.
ქეთი ჟღენტმა მეგობრებისა და ახლობლებისგან უამრავი მილოცვა მიიღო: „გილოცავ, მუდამ ასეთი კაშკაშა და ბედნიერი იყავი“, „ბედნიერი იყავი, დე! ყველა სიტყვა უძლურია იმის გადმოსაცემად, თუ როგორ მიყვარხარ, როგორი ხარ... არ ვიცი, რით დავიმსახურე, რომ ამირჩიე და ასე გამაბედნიერე. ჩემთვის ამქვეყნად ყველაზე დიდი საოცრება ხარ, დასტური იმისა, რომ არსებობს უდიდესი სიყვარულის ძალა, სულის სილამაზის ძალა და სულის სიძლიერე, რაც ხარ მთლიანად შენ. შენს დედიკოს სიყვარულზე მეტად უყვარხარ“ , „ვულოცავ დაბადების დღეს ყველაზე ლამაზ და საუკეთესო დას მსოფლიოში, ძალიან მიყვარხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.