ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი საკუთარ ყოველდღიურობასა და ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ.
ცნობილი მშობლების გამო ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა ნოესა და ჯანეტის ქალიშვილიც, ანნა სულაბერიძე. გოგონას ხშირად ამსგავსებენ დედას და ხაზს უსვამენ მის განსაკუთრებულ გარეგნობას.
ამჯერად ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი ვიდეოს გურიიდან აქვეყნებენ. წყვილი შვილთან, პატარა ანნასთან ერთად მშობლიურ მხარეში ისვენებს და, როგორც ჩანს, ულამაზეს გარემოში დროს სასიამოვნოდ ატარებს. ვიდეომ გამომწერების მხრიდანაც დიდი მოწონება და უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა: „რა კარგი კადრებია, სოფლის ჰაერი და სიხალისე ვიდეოდანაც კი იგრძნობა. კარგი ოჯახი და ეს ულამაზესი გოგონა ხომ საერთოდ. სიტყვები არ მყოფნის“, „მართალია, არ გიცნობთ, მაგრამ თქვენი ოჯახის დიდი გულშემატკივარი ვარ, დიდხანს იყავით ერთად ბედნიერად და ჯანმრთელად“, „რა საყვარლები ხართ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>