ფოტომოდელ და ინფლუენსერ თამო ვაშალომიძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანს და განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელში. თამოს ფოტოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს, ხოლო მისი პირადი ცხოვრება მუდმივად განხილვის საგანია.
როგორც ცნობილია, თამო ვაშალომიძის რჩეული აკა სამხარაძეა, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია და თავად, მეუღლისგან განსხვავებით, კამერების წინ იშვიათად ჩნდება. მიუხედავად ამისა, თამო გამომწერებს ხშირად უზიარებს ოჯახურ ფოტოებს და მათგან არაერთ დადებით შეფასებას იღებს. გამონაკლისი არც მეუღლესთან ერთად გადაღებული ბოლო ფოტოა, რომელზეც გულშემატკივრები კომპლიმენტებს არ იშურებენ: „ულამაზესი წყვილი“, „აი, როგორია ქალზე ასაახული კარგი კაცის არსებობა“, „საოცარ კარგ ადამიანად ჩამოყალიბდა ეს გოგო, ბევრ სიხარულს ვუსურვებ მას“, „უხდებით ერთმანეთს“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
აკა სამხარაძესა და თამო ვაშალომიძეს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავთ, ხოლო თამოს წინა ურთიერთობის დროს გოგონა, სოფია შეეძინა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>