ტელეწამყვანი და მოდელი მარიტა ჯანაშია ცოტა ხნის წინ დედა გახდა. მას და თემო საჯაიას 6 ივლისს პირველი შვილი შეეძინათ, რომელსაც ბექა დაარქვეს. „დაიბადა ბექა საჯაია. კრუასანი გამოცხვა" - წერდა თემო „ინსტაგრამზე“. მას შემდეგ წყვილი ხშირად აქვეყნებს პატარასთან ერთად გადაღებულ ოჯახურ კადრებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.
ამჯერად თემო საჯაია მძინარე შვილისა და ცოლის ფოტოს აქვეყნებს: „დილით რომ იღვიძებ და ამას ხედავ, რანაირად უნდა ვიყო ცუდ ხასიათზე?!“ - წერს მომღერალი.
თემოსა და მარიტას ნიშნობის მომსწრე თითქმის მთელი საქართველო გახდა - მომღერალმა რჩეულს ხელი პირდაპირ ეთერში მოულოდნელად სთხოვა და ამან როგორც იქ მყოფებში, ასევე მაყურებელშიც განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია. ახლა კი წყვილი უამრავ დადებით კომენტარს უკვე პირველ შვილთან, ბექასთან ერთად იღებს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>