გიორგი გოგიჩაიშვილის, იგივე გოგიჩას ოჯახს საზოგადეობა კარგად იცნობს. პოპულარული მამის მსგავსად, საზოგადოების დიდი სიყვარულით სარგებლობენ ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილებიც. როგორც ცნობილია, ნანუკა სულ ცოტა ხნის წინ პირველი შვილის დედა გახდა, ნინი კი ბოლო რამდენიმე თვეა, დუბაიში ცხოვრობს და მუშაობს.
სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანდა, რომ ნინი გოგიჩაიშვილი ბებიასა და ბაბუასთან ერთად საფრანგეთში იმყოფებოდა. ფოტოებს მიღმა კი ძალიან ემოციური ამბავი იმალება - მოდელმა ბებიასა და ბაბუას, იოსებ გოგიჩაიშვილსა და ნანა დათუნაშვილს დიდი ხნის ოცნება აუხდინა და მათ პარიზის საგზური აჩუქა.
ამჯერად ნინისა და ბებია-ბაბუის მოგზაურობის კადრებს „ინსტაგრამსთორიში“ ნანუკა გოგიჩაიშვილი აქვეყნებს: „ჩემი პატარა ბაბუს ფრანგული ვოიაჟი. გურული საფრანგეთში“ - წერს ნანუკა.
„ჟიფარების ოჯახი. მამა ჟიფარს გვეძახის მე და ნინის, ბავშვის ხმით - ჟირაფი-ჟიფარი“ -ამ წარწერით აქვეყნებს ნანუკა დისა და აღმზრდელი ბებია-ბაბუას ფოტოს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>