მარიტა ჯანაშიასა და თემო საჯაიას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. მარიტა სამოდელო სფეროს წარმომადგენელია, თემო კი მომღერალია, თუმცა ისინი ერთ-ერთი გადაცემის წამყვანები არიან და ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანან. წყვილს სულ ცოტა ხნის წინ პირველი შვილი, ბექა შეეძინა.
მარიტა და თემო სოციალურ ქსელში აქტიურები არიან და პირად თუ ოჯახურ კადრებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ. ამჯერად წყვილი ქორწინების ერთი წლის იუბილეს აღნიშნავს: „ 1 წელი, მიყვარხარ, ბუბლიკო!“ - წერს მარიტა ჯანაშია.
მარიტა ჯანაშიამ და თემო საჯაიამ გულშემატკივრებისა და მეგობრებისგან უამრავი მილოცვა და კომპლიმენტი მიიღეს: „ჩემი საყვარელი წყვილი ხართ, ღმერთმა გაბედნიეროთ“, „გილოცავთ, მუდამ ასეთი ბედნიერები ყოფილიყავით“, „ვგიჟდები თქვენს წყვილზე“ - წერენ „ინსტაგრამზე“.