მსახიობ ლაშა გურგენიძეს ტელეეკრანებიდან, სოციალური ქსელიდან თუ თეატრის სცენიდან უკვე ბევრი იცნობს. ის საზოგადოების წინაშე ხშირად ჩნდება და მაყურებლებს იუმორისტული სკეტჩებითაც ხშირად ამხიარულებს. ბოლო დროს კი ხშირად ისმის კითხვები მისი მეუღლის, თაკუნა მჭედლიშვილის შესახებ. თაკუნა მჭედლიშვილი პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერია და, მსგავსად მეუღლისა, ხელოვნების სფეროსთან მჭიდრო კავშირი აქვს. ისინი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ საერთო კადრებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებენ.
ამჯერად წყვილი მორიგ სახალისო კადრებს აქვეყნებს: “ასე მომილოცა ცოლმა ჩემი 34-ე დაბადების დღე” - წერს ლაშა გურგენიძე ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მეუღლეს მას სანთლების ჩაქრობისას ტორტი სახეზე წაუსვა. ვიდეოს გამომწერების მხრიდან უამრავი კომენტარი მოჰყვა: „გილოცავთ, ძალიან საყვარლები და პოზიტიურები ხართ“, „ასეთი ბედნიერები და მხიარულები იყავით სულ“, „ყველაზე პოზიტიური და მხიარული ცოლ-ქმარი ხართ თქვენ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.