რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის შვილმა, მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ პირადი ცხოვრებისა და პროფესიის შესახებ ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი სამი ქმრიდან ორი: ზაზა პაპუაშვილი და მიშა გომიაშვილი მსახიობი იყო.
ჟურნალისტის კითხვაზე ორი მსახიობის თანაცხოვრება იყო თუ არა ხელიშემშლელი ფაქტორი ოჯახური ცხოვრების მოსაწყობად, ნანა ლორთქიფანიძე პასუხობს, რომ მათთან ურთიერთობის დასრულებას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა.
„არასოდეს ჩამითვლია, რომ ორი მსახიობის თანაცხოვრება შეუძლებელია. პირიქით, მგონია, რომ როცა საერთო ინტერესები გაქვთ, უფრო უნდა გაუგოთ ერთმანეთს. ამ ურთიერთობების დასრულებას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი საჭირო არ არის.
პირველი მეუღლე გარდაცვლილია, დანარჩენ ორს კი ჯანმრთელობას ვუსურვებ.
საერთოდ ქალის ტვირთი მძიმე სატარებელია და უმეტესობა ჩვენი სქესისა ამ ტვირთს სხვადასხვანაირად ატარებს", - ამბობს ნანა ლორთქიფანიძე.
ნანობს თუ არა რამეს საკუთარი ცხოვრებიდან, მსახიობი პასუხობს, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო.
"ცუდი იყო თუ კარგი, ეს ჩემი ცხოვრება იყო, არაფერს ვნანობ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო“, - აღნიშნავს ნანა ლორთქიფანიძე.