მოსკოვში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში, სადაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს.
სულ ცოტა ხნის წინ ქეთა თოფრუიამ მეუღლესთან, ლევ დენგოვთან ერთად ევროპაში იმოგზაურა და ულამაზესი კადრები სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა. მანამდე კი მომღერალი შვილებთან ერთად საქართველოში ისვენებდა და რამდენიმე დღე კახეთში გაატარა.
დღეს ქეთა თოფურია იუბილარია, ის 35 წლის გახდა. დაბადების დღეს მომრერალს გულშემატკივრები და მეგობრები ულოცავენ, მათ შორის, ქეთას ფოტოები „ინსტაგრამზე“ მირანდა შელიამ და ნინი ბადურაშვილმაც გამოაქვეყნეს. თავად ქეთამ კი გააზიარა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მას მეუღლემ ვარდების არაერთი თაიგული აჩუქა.
ლევ დენგოვმა სოციალურ ქსელში ემოციური წერილიც გამოაქვეყნა: „ვულოცავ დაბადების დღეს ქალს, რომელიც ბედნიერებას მანიჭებს! მზრუნველი დედა, ღირსეული ცოლი... მე ვამაყობ შენით! 35 წლის ასაკში შენ მოახერხე, დაგემტკიცებინა საკუთარი თავისთვის და სხვებისთვისაც, რომ შრომისმოყვარეობასა და პროფესიონალიზმს მოაქვს რეალური შედეგი. შენ ყველა გაგებით საუკეთესო ხარ! განაგრძე შენი სულიერი და შემოქმედებითი ზრდა, მე ყოველთვის შენ გვერდით ვარ!“ - წერს ლევ დენგოვი.