ლიზა მაღრაძე საზოგადოებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნო. ლიზა პატარა ასაკიდან მღერის, მოგვიანებით კი მან ტელეწამყვანის ამპლუაც მოირგო. ის ბადრი პატარკაციშვილის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია. როგორც ცნობილია, ბადრი პატარკაციშვილს შვილიშვილთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მასთან დიდ დროს ატარებდა და პატარა ლიზას ყველა სურვილს უსრულებდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლიზა მაღრაძე საიდუმლოდ დაქორწინდა რჩეულზე, გიორგი კაკაბაძეზე. წყვილს ქორწილი არ გადაუხდია და, მიუხედავად საზოგადოების ინტერესისა, ლიზა პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა არ საუბრობს, თუმცა ოჯახურ ფოტოებს “ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს.
ივნისის თვეში ლიზა მაღრაძემ ფოტო სამშობიაროდან გამოაქვეყნა: „გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო პატარა ვარსკვლავო. გისურვებ, ყველა შენი ოცნება აგისრულდეს“ - წერდა ლიზა. წყვილს პირველი შვილი შეეძინა, რომელსაც ანინე დაარქვეს. პატარა ანინე ლიზას გამომწერებისა და მეგობრებისგან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს: „ვგიჟდები, ისეთი ლამაზია“, „საოცრება გოგოა“, „როგორ ჰგავს დედას“, „პატარა სასწაული“ - წერენ კომენტარებში.
როგორც ჩანს, ლიზა მაღრაძემ მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგომა მალევე შეძლო და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ულამაზეს კადრებს გამომწერებს ხშირად უზიარებს. წყვილი „ადრიატიკის მარგალიტად” წოდებულ ქალაქში, დუბროვნიკში ისვენებს და ფოტოებს სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს: „რა საოცარი წყვილია“, „ბედნიერი დასვენება“, „ძალიან კარგები ხართ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.