გიორგი მახარაძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას ეკრანზე თუ ეკრანს მიღმა ბევრი იცნობს და ბევრისთვის საყვარელი მსახიობია. გიორგი სულ ცოტა ხნის წინ მეორე შვილის მამა გახდა და მას შემდეგ საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებს ოჯახურ კადრებს.
ამჯერად მსახიობი "ინსტაგრამზე“ სწორედ შვილებთან, ელენესა და ნიკასთან ერთად გადაღებულ ვიდეოებს აქვეყნებს. როგორც ჩანს, ისინი ერთად დროს მხიარულად ატარებენ და სახალისო კადრებს გამომწერებსაც უზიარებენ. დების ფოტო კი სოციალურ ქსელში უამრავ კომენტარს იმსახურებს: „ორი დახატული გოგო”, „ულამაზესი ბავშვები“, „როგორი საყვარლები არიან”, „სასწაულები“ - წერენ კომენტარებში.