პოპულარული ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ძმისშვილის, პატარა ნანუკა ჟორჟოლიანის ფოტოებს. როგორც ნანუკა წერდა, დედის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში ამ პატარა გოგომ მათ ოჯახში დიდი სიხარული შეიტანა.
პატარა ნანუკას სოციალური ქსელის მომხარებლები მამიდას ამსგავსებენ: „რა საყვარელი ბავშვია“, „როგორ ჰგავს ეს გოგო მამიდას“, „ნანუკა, შენი ასლია“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
ნანუკა ჟორჟოლიანს დედა გასულ ზაფხულს სიმსივნით გარდაეცვალა. მანამდე ტელეწამყვანმა ამ თემაზე საჯაროდ არაერთხელ ისაუბრა და საზოგადოებას დედის გადასარჩენად ლოცვისკენაც მოუწოდა. ნანუკას ერთი ძმა, მიშა ჟორჟოლიანი ჰყავს.