ოჯახი

"ავადმყოფი დედა კლინიკაში მიჰყავდა, რა დროსაც ეს ტრაგედია მოხდა" - სამტრედიაში მომხდარ ავარიას დედა-შვილი ემსხვერპლა

"ავადმყოფი დედა კლინიკაში მიჰყავდა, რა დროსაც ეს ტრაგედია მოხდა" - სამტრედიაში მომხდარ ავარიას დედა-შვილი ემსხვერპლა
ამ­ტრე­დი­ა­ში ავა­რია მსხვერ­პლით დას­რულ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლია სამი ადა­მი­ა­ნი. შემ­თხვე­ვა დღეს დი­ლით მოხ­და, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა ტაქსს შე­ე­ჯა­ხა.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

AMBEBi.GE-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი სე­ნა­კე­ლი იყო, მათ შო­რის არი­ან დედა-შვი­ლი. რო­გოც მათი ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბი, ისი­ნი ტაქ­სით სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­დი­ოდ­ნენ, რა დრო­საც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლია ლილი ბა­ღა­თუ­რია და მისი დედა, როზა ტყე­ბუ­ჩა­ვა,

"სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ნე­ბი და­ი­ღუპ­ნენ. ლი­ლის დედა ონ­კო­ლო­გი­უ­რი ავად­მყო­ფი იყო და თბი­ლის­ში მი­ყავ­და ერთ-ერთი სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცე­დუ­რის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.
ლი­ლის და თბი­ლის­ში ელო­დე­ბო­და ორი­ვეს, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ ასე დას­რულ­და.

ძა­ლი­ან ცუდი სი­ტუ­ა­ცი­აა. ლი­ლის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი დარ­ჩა, უკარ­გე­სი ქალ-ვაჟი. ანა­ნომ წელს წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა წმინ­და ალექ­სი შუ­შა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სკო­ლა-გიმ­ნა­ზია, მო­ი­პო­ვა სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის შიდა და­ფი­ნან­სე­ბა, ბიჭი სტუ­დენ­ტია, ისიც ჭკვი­ა­ნი და ნი­ჭი­ე­რია. ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად გვტკი­ვა და ვერ აგიღ­წერთ რა ხდე­ბა ახლა იქ" - გვიყ­ვე­ბა ახ­ლო­ბე­ლი.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93