ნინო ნადირაძე-კუზანოვას საზოგადოება კარგად იცნობს. ის ცნობილი ექიმის, ივა კუზანოვის რძალი და გუგა კუზანოვის მეუღლეა. ნინო თავადაც ექიმია და მისი შვილები, ბაია და ივაც ოჯახის ტრადიციას აგრძელებენ. ნინო ნადირაძე აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზეც, ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანი და ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა.
ამჯერად ნინო ნადირაძე შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და გამომწერებისგან უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. მისი მეგობრები აღნიშნავენ, რომ უმცროსი ვაჟი, ივა, ძალიან ჰგავს ნინოს: „დედის ასლია“, „არაჩვეულებრივი ოჯახი“, „კეთილი მგზავრობა და წარმატებები“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
როგორც ცნობილია, ნინო ნადირაძისა და გუგა კუზანოვის უმცროსი შვილი, ივა სასწავლებლად საზღვარგარეთ მიდის და ოჯახის წევრები აეროპორტში სწორედ მის გასაცილებლად შეიკრიბნენ.