ცნობილი დედებისა და შვილების ფოტოების დათვალიერებისას, ალბათ, არაერთხელ გიფიქრიათ, რომ დედა ბევრად უკეთესად გამოიყურება. ასეა არაერთი ვარსკვლავის, მაგალითად, ტომ კრუზის, ნიკოლ კიდმანის, დემი მურისა და სხვათა შემთხვევაში. რატომ ხდება ასე? რა უბიძგებთ ახალგაზრდებს, თქვან უარი სტილისტებზე, სალონებზე და ძვირადღირებულ სამოსზე? როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ხშირად, ბავშვებს ბეზრდებათ მშობლის დაუსრულებელი მითითებები სტილისა და ჩაცმულობის შესახებ და ეს მათი პროტესტის გამოვლინებაა.
ჯერ ქალი, შემდეგ - დედა
„ბევრ კარგად მოვლილ ქალს აქვს ჰისტეროიდული პიროვნების ტიპი, რომელიც იმალება ლამაზი ფასადის მიღმა”- განმარტავს ფსიქოლოგი ელენა სოლომეინა. მისი აზრით, შოუბიზნესი არის ადგილი, სადაც სწორედ ასეთი ადამიანები იკრიბებიან -ადამიანები, რომლებიც მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან და მათთვის ერთ-ერთი მთავარი სხვების გულის მოგებაა. ამის გააზრების შემდეგ, ყველაფერი გაცილებით მარტივად გასაგები ხდება.
თუ ფიქრობთ, რომ მოზარდის, ზოგჯერ კი უკვე მოზრდილის არაესთეტიკური ჩაცმულობა სიყვარულის ნაკლებობაზე მიუთითებს, შეიძლება, ცდებოდეთ. ეს, უფრო ხშირად, პროსეტია (ზოგჯერ არაფრის მიმართ). ხდება ისეც, რომ ადამიანს უბრალოდ არ სურს, ჰგავდეს მოდელს. მისთვის მთავარი კომფორტია და მის სამყაროში სილამაზე მსხვერპლს საერთოდ არ მოითხოვს. თუ ჩვენ ვისაუბრებთ ჭარ წონაზე და გამოვრიცხავთ ჯანმრთელობის პრობლემებს, მაშინ საქმე გვაქვს გადაულახავ ფსიქოლოგიურ დაბრკოლებებთან და ქვეცნობიერ სურვილთან, რომ "დამცავი ფენა" მაქსიმალურად სქელი გახდეს.
დედა, როგორც იდეალი
საკუთარი თავის ძებნის პროცესი, როგორც წესი, 25 წლამდე გრძელდება, ამ პერიოდში სტილის, ვარცხნილობის, გემოვნებისა და სხვა დეტალების შეცვლა ნორმალური და ბუნებრივია, თუმცა სწრაფვა, იყო იდეალური, ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მიუთითებს: „როცა ახალგაზრდა გოგო კორპუსის ქვეშ მდებარე სუპერმარკეტში სადღესასწაულო კაბით მიდის, ეს მის კომპლექსებსა და პრობლემებზე მიუთითებს. ეს აშკარად აჩვენებს, რომ მისთვის სხივისი აზრი და ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანია“ - განმარტავს ფსიქოლოგი. ასე გოგოები, უმეტესად, დედის მიბაძვით იქცევიან, რომელიც საქმიანია, მუდმივად ფორმაშია და სახლიდან მოუწესრიგებელი არასდროს გადის.
ფემინიზმით ნაკარნახევი ტენდენცია
ბუნებრივი თმა სხეულზე და სიშიშვლე დღეს განსაკუთრებით ტრენდულად ითვლება. სოციალურ ქსელში მოძრაობა #PrincessesHaveHair-ის სულ უფრო მეტი ქალი ურთდება და აჩვენებს, რომ ბუნებრივობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ძვირადღირებული პროცედურები და ოპერაციები. „ეს ტრენდი არა დედების წინააღმდეგ, არამედ დამკვიდრებული სტერეოტიპების წინააღმდეგაა. რატომ უნდა იყოს ქალის სხეული გლუვი, თმის გარეშე? მკერდი კი აუცილებლად დაფარული? მათთვის ეს გაუგებარია.
ცხოვრების წესის ცვლას განსხვავებულ გარემოში მოხვედრა განაპირობებს. ეს, ჩვეულებრივ, სკოლის დასრულების შემდეგ ხდება, როცა გოგოები ან სამუშაოს იწყებენ, ამ სწავლას აგრძელებენ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში. სხვა ადამიანები სხვა ინტერესებითა და გემოვნებით მათ საკუთარი სტილის შეცვლისა და პრიორიტეტების გადაფასებისკენაც მოუწოდებს, რათა ახალ „სამყაროსთან“ ადაპტირება უფრო გაადვილდეს. სწორედ ასეთ დროს შეიძლება გადაიქცეს ერთ დროს შეუხედავი გოგო ნამდვილ პრინცესად და, პირიქით, ქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარული თინეიჯერი სპორტული და „ოვერსაიზდ“ სამოსით მოიხიბლოს. ცხადია, ყველა შემთხვევაში ასე არ ხდება და ეს ცვლილებებიც ადამიანსა და მის პირად გამოცდილებაზეა დამოკიდებული. უნდა გვახსოვდეს, რომ დედები ამ პროცესებში გადამწყვეტ როლს ასრულებენ.