ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. მაიკო პროფესიით მსახიობია, ხოლო ანდრია, მსახიობობასთან ერთად, მომღერლობასაც ითავსებს. წყვილი „ინსტაგრამზე“ აქტიურობით გამოირჩევა და საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად მაიკო ვაწაძე სახალისო ისტორიას ჰყვება და ორსულობისას ექიმთან ვიზიტს იხსენებს: „პირველად ანდრიასთან ერთად ექიმთან რომ ვიყავი ექოს გასაკეთებლად, ლოდინი გაგვეწელა და ანდრია ამდენ ხალხში მეკითხება, ექსპერტიზაზე მალე შეხვალო? თან მაშინ კორონაც არ იყო და ანდრიამ თავისი ხმამაღალი ხმით დასჭექა და ყველამ გაიგო. გამომხედეს და რა იფიქრეს, დღემდე ვერ ვხვდები“ - წერს მაიკო ვაწაძე.



<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>