ოჯახი

„ვგიჟდები კითხვაზე, „რას შვრები, აღარ თხოვდები? ბავშვი აღარ უნდა გააჩინო? შეყვარებულიც ვიყავი, პირადი ურთიერთობებიც მქონდა, მაგრამ მაინც ასე ვარჩიე..." - ქეთი დოლიძის შვილი, თამრი ბზიავა პირად ცხოვრებაზე

„ვგიჟდები კითხვაზე, „რას შვრები, აღარ თხოვდები? ბავშვი აღარ უნდა გააჩინო? შეყვარებულიც ვიყავი, პირადი ურთიერთობებიც მქონდა, მაგრამ მაინც ასე ვარჩიე..." - ქეთი დოლიძის შვილი, თამრი ბზიავა პირად ცხოვრებაზე
მსახიობი თამრი ბზიავა რეჟისორ ქეთი დოლიძის ქალიშვილი და დიდი რეჟისორის, სიკო დოლიძის შვილიშვილია. თამრიმ თავადაც ოჯახის ტრადიცია გააგრძელა. ის დღეს წარმატებული მსახიობია და არაერთი როლი აქვს შესრულებული.



თამრი ბზიავამ და ქეთი დოლიძემ გიორგი გაბუნიას შოუში სახალისო ისტორიები გაიხსენეს და პირად ცხოვრებაზეც ისაუბრეს. როგორც ცნობილია, თამრი გათხოვილი არ არის და ის ამ თემაზე ხშირად იღებს კითხვებს: „ვგიჟდები კითხვაზე, „რას შვრები, აღარ თხოვდები?“ და კიდევ, „ბავშვი აღარ უნდა გააჩინო?“ - ამბობს თამრი.



„ჩემი ასაკი საქართველოში დაქორწინებისთვის დაგვიანებულად
ითვლება. მე კი ასე არ ვფიქრობ. ბევრჯერ ვიდექი არჩევანის წინაშე, მიმეღო გადაწყვეტილება და შემექმნა ოჯახი, მაგრამ არ მინდოდა, არ ვიყავი მზად. შეყვარებულიც ვიყავი, პირადი ურთიერთობებიც მქონდა, მაგრამ მაინც ასე ვარჩიე. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ამდენს ვერ მოვასწრებდი” - ამბობდა თამრი ბზიავა ერთ-ერთ ინტერვიუში.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93