ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის ოჯახი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი ხშირად აქვეყნებენ როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და გამომწერებისგან უამრავ კომპლიმენტს იღებენ. განსაკუთრებულ სიყვარულს კი მათი უმცროსი შვილი, ნიკოლასი იმსახურებს.
ამჯერად „იმედის“ ეთერში ანუკი არეშიძემ მეუღლის, კახა კალაძის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ პოლიტიკაში წასვლის დღიდან ის კახის გვერდით დგას და მხარს უჭერს: „როცა მან ამ ბრძოლაში შესვლა გადაწყვიტა, მე გვერდით დავუდექი და მან იცის, როგორი იმედი ჰყავს ჩემი სახით“ - აღნიშნა ანუკიმ.