ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი საკუთარ ყოველდღიურობასა და ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ.
სულ ცოტა ხნის წინ წყვილმა ფოტოები თურქეთიდან გამოაქვეყნა, სადაც ისინი ქორწინების იუბილეს აღნიშნავდნენ. ამ მნიშვნელოვანი დღისთვის წყვილი განსაკუთრებით მოემზადა და რომანტიკული გარემოც შექმნა. „სადაც ოცნებები ხდება...“ - წერდა მოდელი „ინსტაგრამზე“.
ამჯერად ნოე და ჯანეტი ულამაზეს კადრებს ამსტერდამიდან აზიარებენ. „მიყვარხარ“ - წერს ჯანეტი ნოესთან ერთად გადაღებულ ფოტოებზე. წყვილი გამომწერების მხრიდან, როგორც ყოველთვის, უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს: „გამორჩეული, საუკეთესო წყვილი“, „ძალიან ლამაზები“ - წერენ კომენტარებში.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>