ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. მაიკო პროფესიით მსახიობია, ხოლო ანდრია, მსახიობობასთან ერთად, მომღერლობასაც ითავსებს. წყვილი „ინსტაგრამზე“ აქტიურობით გამოირჩევა და საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს. ისინი სულ ცოტა ხნის წინ პირველი შვილის მშობლები გახდნენ, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს.
ამჯერად ანდრია გველესიანი „ინსტაგრამზე“ ცოლის, მაიკო ვაწაძის ვიდეოს აზიარებს: „საოცრება გოგო მყავს“ - წერს მომღერალი. ვიდეოს წყვილის გამომწერების მხრიდანაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა: „ულამაზესი, უსაყვარლესი, უნიჭიერესი“, „როგორი საოცარი გოგო ხარ“, „რა კარგი ხარ!“ - წერენ კომენტარებში.