ცნობილი ქართველი მუსიკოსის, ეკა კახიანის შვილების, დედის მსგავსად, დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მიუხედავად იმისა, რომ დედის გზას მხოლოდ ნინი ბადურაშვილი გაჰყვა, სოციალურ ქსელში არანაკლებ ყურადღებას იმსახურებენ ქეთო და ანასტასია თოფურიძეებიც.
სწორედ ანასტასიას ულოცავს ეკა კახიანი დაბადების დღეს: „გილოცავ, ჩემო გულო“ - წერს ის შვილის ვიდეოზე. ორი შვილის დედა, მოდელი ანასტასია თოფურიძე 29 წლის გახდა. ეს მნიშვნელოვანი დღე მან ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა და კადრები გამომწერებსაც გაუზიარა.
მან საკუთარ იუბილეზე ღია ფერის კაბა და თეთრი ქურქი მოირგო, გულშემატკივრებისგან კი უამრავი კომპლიმენტი და მილოცვა დაიმსახურა: „გილოცავ, ბედნიერი იყავი!“, „ეს გოგო ყოველთვის საოცრად გამოიყურება“, „ულამაზესი ანასტასია“ - წერენ „ინსტაგრამზე“.