ცნობილ ქართველ ექიმს, კარდიოქირურგ ლევან ქარაზანიშვილს, ქვეყნის საზღვრებს გარეთაც კარგად იცნობენ. მან სახელი არაერთი უნიკალური ოპერაციით გაითქვა. წარმატებული ექიმი სოციალურ ქსელშიც აქტიურია და გამომწერებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს. მან ცოტა ხნის წინ რჩეულზე, ასევე ექიმ ქეთი ძიგუაზე იქორწინა. წყვილმა თაფლობის თვე კუნძულ მალიორკაზე გაატარა.
ქეთი ძიგუა და ლევან ქარაზანიშვილი საქართველოში უკვე დაბრუნდნენ და ახალ ვიდეოებს სამსახურიდან აქვეყნებენ. როგორც ყოველთვის, ისინი გამომწერებისგან უამრავ კომპლიმენტს იმსახურებენ: „რა საყვარელია ეს გოგო“, „როგორ მიყვარს ეს წყვილი, უთბილესებო”, „ძალიან მომწონხართ“, „ყველაზე პოზიტიური წყვილი სოციალურ ქსელში“ - წერენ „ინსტაგრამზე“.