მსახიობი ნათია წიწილაშვილი ფართო საზოგადოებამ წლების წინ პოპულარული სერიალის, „ჩიფსების თაობის“ საშუალებით გაიცნო. სწორედ „ჩიფსების თაობის“ გადაღებებზე გაიცნო მან მომავალი მეუღლე, ასევე მსახიობი გიორგი კალანდაძე. წყვილმა იმავე წელს იქორწინა და მათ ერთი გოგონა შეეძინათ. 2014 წელს კი ცნობილი გახდა, რომ გიორგი და ნათია ერთმანეთს დაშორდნენ.
გასულ წელს მსახიობმა მეორედ იქორწინა რჩეულზე, მიშო ლეჟავაზე. როგორც ცნობილია, მიშო პროფესიით არქიტექტორია: „არის ერთი ბიჭი - მიშო ლეჟავა. არქიტექტორია. უკვე კარგა ხანია, რაც ერთად ვართ, ურთიერთობის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ, 2020 წლის მარტში კი შეუღლება გადავწყვიტეთ” - ამბობდა ნათია „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.
„25 კვირა“ - ამ წარწერით გამოაქვეყნა ნათია წიწილაშვილმა ფოტოები რამდენიმე კვირის წინ და მეგობრებს სასიამოვნო სიახლე გაუზიარა. ნათია წიწილაშვილი და მიშო ლეჟავა შვილს ელოდებიან, თუმცა ბავშვის სქესს წყვილი ჯერ არ ამხელს.
როგორც ჩანს, ნათიას ორსულობა ხელს არ უშლის, მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროს და ულამაზესი კადრები გამომწერებსაც გაუზიაროს. „ემოციები ჩემს გულში“ - ამ წარწერით აქვეყნებს მსახიობი ახალ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ და გულშემატკივრებისგან არაერთ კომპლიმენტსაც იმსახურებს.