სულ ცოტა ხნის წინ ყველასთვის საყვარელმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნანუკა გულუამ საზოგადოებას სასიამოვნო სიახლე გაუმხილა და თქვა, რომ რჩეულზე, კახაბერ კაშიაზე იქორწინა. ნანუკას მეგობრები გათხოვებასთან დაკავშირებით ხშირად ეხუმრებოდნენ, ამიტომ ეს ფაქტი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. „არ უყვარს ბევრი ხატოვანი საუბარი მასზე და სულ მიკრძალავს რომ ვაქებ , ჩემი “ოცდაყველა”კიარა “ასყველა” წელი ღირდა რომ დავლოდებოდი! ძალიან მოვუფრთხილდი, რომ ოთხი დღე გადაგიმალეთ, მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა !!! რა კარგია, რომ “როდის თხოვდები” დავასრულეთ“ - წერდა ნანუკა გულუა.
ამჯერად მსახიობი „ინსტაგრამზე“ მეუღლის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ ასწავლის ნანუკა მას მეგრულს. „მიყვარს“ - წერს ნანუკა გულუა.