ჩემი ქმრის დაბადების დღეზე მის დაუპატიჟებელ ნათესავებს იმდენად შევეჩვიე, რომ წინა ორ დღეს სამზარეულოში ვატარებ, რათა „მოულოდნელ“ სტუმრებს ღირსეულად დავხვდე და გავუმასპინძლდე. როგორც წესი, მათ საჩუქრები არ მოაქვთ, მათი მოსვლა და ყურადღება ჩვენთვის უკვე დიდი საჩუქარია. სტუმრები ზოგჯერ 3-4 დღით რჩებიან და ჩემი ორდღიანი სამზადისი საკმარისი არ არის ხოლმე. მიწევს, გავაგრძელო სადილების მზადება და ღიმილით ვუსმინო მათ ისტორიებს. სტუმრების ყოველი გამოჩენისთანავე, მე უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ჩემი ქმრის დაბადების დღე მხოლოდ საბაბია ერთად შეკრებისა, რადგან ჩვეული მილოცვებისა და დაზეპირებული ტექსტების გარდა, ჩემი მეუღლე ყურადღებისა და პატივისცემის არც ერთ ნიშანს არ იღებს.
წელს გადავწყვიტე შემეცვალა ტაქტიკა. ქმრის დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე დავურეკე ყველა ნათესავს და, თითქოს შემთხვევით, ვუთხარი, რომ წელს მე და ჩემს ქმარს გვინდა ერთად აღვიშნოთ ეს დღე, ასე რომ, მე არაფერს ვამზადებ. თუ ვინმე გადაწყვეტს მოსვლას, მან საკუთარი საკვები თვითონ უნდა მოიტანოს. პირველი, ვინც უკან დაიხია, ეს ჩემი დედამთილი იყო, რადგან მას სადილების მზადების დრო ნამდვილად არ ჰქონდა. შემდეგ, მისი დანარჩენი ნათესავებიც გაქრნენ ჰორიზონტიდან. ჩვენთან მხოლოდ ქმრის ბიძაშვილი ცოლ -შვილთან ერთად ნამცხვრით ხელში მოვიდა. როგორც ვთქვი, მე არაფერს ვამზადებ, მხოლოდ პიცა და სუში გვქონდა. ჩემი ქმრის ბიძაშვილის ცოლს ძალიან გაუკვირდა და მკითხა, რა შეიძლებოდა შეეთავაზებინა თავისი შვილებისთვის. მე კი ვუთხარი, რომ არავინ მომიწვევია და შვილების დაპურებაზე თავად ეზრუნა. ისინი ადგნენ და წავიდნენ. მათ თან წაიღეს ტორტი. მე და ჩემმა მეუღლემ შვებით ამოვისუნთქეთ. ჩვენ დიდი ხანია არ გვიგვრძვნია თავი ასე კარგად. რა თქმა უნდა, ყოველივე ამის შემდეგ, ჩემი ქმრის ყველა ნათესავი ჩემზე განაწყენებულია. გეტყვით, რომ ეს ჩვენთვის უკეთესია - ნაკლები სტუმარი, მშვიდი ცხოვრება! მე ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი და ამდენი წლის განმავლობაში ქმრის ნათესავებს სულ ტყუილად ვუმასპინძლდებოდი!