ჩემი დედამთილი 15 წელია, მარტო ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც მე და ჩემი ქმარი ცალკე გადავედით, ის ხშირად ურეკავდა შვილს და სთხოვდა, სამსახურის შემდეგ მასთან მისულიყო. ის ყურადღების დანაკლისს გრძნობდა და ამის ანაზღაურება შვილით სურდა. ჩემს ქმარს ყოველდღიურ საქმეებში დახმარებას სთხოვდა და ისიც უარს ვერ ეუბნებოდა, მე კი უკვე მენატრება მისი სახლში ნახვა. ზოგჯერ ჩემს თავს ვადანაშაულებ ამ ყველაფერში, ზოგჯერ კი ვფიქრობ, საცხოვრებლად ქალაქის მეორე ბოლოში გადავიდეთ, იქნებ, მაშინ მაინც შეწყვიტოს ჩემმა ქმარმა ყოველ დღე დედასთან სიარული.
როდესაც ჩვენ ქორწილისთვის ვემზადებოდით, მე და ჩემმა მეუღლემ განვიხილეთ, სად ვიცხოვრებდით. რადგან ჩემი დედამთილი განქორწინების შემდეგ შვილთან ერთად მარტო ცხოვრობდა ორსართულიან სახლში, ჩემმა ქმარმა იქ ცხოვრება შემომთავაზა, მაგრამ მე მეგობრებისგან ბევრი მსგავსი ისტორია მქონდა მოსმენილი და, კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, ცალკე ყოფნა ვარჩიე. ჩემი დედამთილი მანამდე სულ ცდილობდა, მოეცა ჩემთვის მითითებები და ესწავლებინა, რა როგორ უნდა ყოფილიყო მის სახლში. შემდეგ კი ძალიან გაუკვირდა, როცა მე სხვაგან ცხოვრება ვარჩიე. ჩვენ ნაქირავებ ბინაში გადავედით.
მე და ჩემი ქმარი ერთად ვსტუმრობდით ხოლმე მშობლებს. ჩვენ შევძელით და ჩამოვაყალიბეთ ძალიან მეგობრული ურთიერთობა, რაშიც ცალ-ცალკე ცხოვრება დაგვეხმარა. უბედურება ის არის, რომ ბინა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, დედამთილის სახლიდან 10 წუთის სავალზეა. ასე რომ, ყოველ საღამოს სამუშაოს დასრულების შემდეგ ჩემი ქმარი მიდის დედასთან მაცივრის შესაკეთებლად, ნათურის გამოსაცვლელად, ჩაის დასალევად... ძალიან მომბეზრდა ასე ყოფნა, ამიტომ ჩემს ქმარს ვთხოვე, ეზოს გარშემო გაზონი გაგვეკეთებინა, იმედი მქონდა, რომ დრო დედასთან წასასვლელად აღარ დარჩებოდა. ის იმდენად ცოტა დროს ატარებდა ჩემთან, რომ ცოლ-ქმარს კი არა, უბრალო ოთახის მეზობლებს ვგავდით. მე ავუხსენი მას, რომ მასთან უფრო ხშირად მინდოდა ყოფნა, შევთანხმდით, რომ დედასთან კვირაში სამჯერ მივიდოდა, მაგრამ ჩემმა დედამთილმა ერთ საღამოს დარეკა და შვილს სასწრაფოდ მისვლა სთხოვა, ამბობდა, რომ ძალიან ცუდად იყო, მე კი ის წინა დღეს სუპერმარკეტში ვნახე, იცინოდა და მეგობრებს ესაუბრებოდა. ვიცოდი, რომ იტყუებოდა. ახლა ჩემი ქმარი სამსახურის შემდეგ ჯერ დედასთან მიდის, ხოლო სახლში ამის შემდეგ ბრუნდება, მე მეუბნება, რომ ზედმეტად განვიცდი და ეგოისტი ვარ, თუმცა ეს ჩემთვის ძალიან რთული ასატანია. ჩემ ადგილას, ალბათ, ყველა ქალი ასე იქნებოდა....