ალექსანდრა მრავალი წლის განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად, რომელიც გადაუდებელი კარდიოლოგიისა და რევმატოლოგიის განყოფილებებში მუშაობდა, შემდეგ გახდა რაიონული თერაპევტი. მათ ჰყავთ ვაჟი, რომლის განათლებისა და სწავლის გეგმებს მონდომებით აწყობდნენ, თუმცა ერთ საათში ამ ოჯახის ცხოვრება თავიდან ბოლომდე შიცვალა.
„არასოდეს მინდოდა ძლიერი ქალი ვყოფილიყავი. მე ვოცნებობდი კომფორტზე, საიმედო და ძლიერ მხარსა და ქალურ ბედნიერებაზე, რომელშიც იქნებოდა ადგილი ბავშვებისთვის, ერთობლივი არდადეგებისთვის, საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის, დრო ჰობისთვის.. ჩემი ოცნება, ნაწილობრივ, ახდა და მე ეს ყველაფერი მქონდა მანამდე, სანამ ჩემი ქმრის ავადმყოფობის შესახებ გავიგებდით. ყველაფერი ერთ წამში დაიშალა. ჩემი მეუღლე, დენის, მრავალი წლის განმავლობაში იყო თერაპევტი, ასევე მუშაობდა გადაუდებელი კარდიოლოგიისა და რევმატოლოგიის განყოფილებებში. მაგრამ ის საკუთარი კოლეგების პაციენტი გახდა.
იმ ღამეს, როცა ჩემი ქმარი საოპერაციოდ წაიყვანეს, მე უკან გავყევი ტაქსით, მინდოდა, მეთქვა, რომ მის გვერდით ვიყავი, რომ მე და მის პაციენტებს ის გვჭირდებოდა. ის ავად მოულოდნელად გახდა, როცა ჩვენ აგარაკზე ვიყავით. ტემპერატურა აეწია, მიხვდა, რომ ინფექცია ჰქონდა. მისი კოლეგების დაჟინებული თხოვნით, საავადმყოფოსი გადავიყვანეთ, დენისს იმ დროს გავრცელებული „თაგვის ცხელების“ სიმპტომები ჰქონდა. ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო... არასწორი დიაგნოზი, არასათანდო მკურნალობა, სეფსისი, კომა... გულის გაჩერების თავიდან ასაცილებლად ექიმებმა გადაწყვიტეს გადაუდებელი ოპერაცია. ექვსი თვის შემდეგ დენის მოვიყვანე სახლში - უსიტყვოდ, თითქმის მთლიანად პარალიზებული, აბსოლუტურად უმწეო. ვხვვდებოდი, რომ არარსებული ძალები მემატებოდა. შემეძლო, უარი მეთქვა ძილზე, დასვენებაზე, კომფორტზე, ოღინდ ის გადარჩენილიყო. იყო ძლიერი, არ ნიშნავს, რომ არ ტირი ან არ ნერვიულობ, იყო ძლიერი, ნიშნავს დაიჯერო ყველაზე დაუჯერებელი სცენარიც კი და გწამდეს, რომ შენი საყვარელი ადამიანი აუცილებლად გადარჩება. მე არ მაქვს დრო, რომ ვიყო სუსტი, არ მაქვს დრო, რომ ჩავიძირო მოგონებებში, თუ როგორი მშვენიერი იყო ყველაფერი "ადრე". მე ყოველ დღე ვიბრძვი ჩვენი მომავლისთვის და ამისთვის ძალას არ ვიშურებ. ვხედავ, რისი გაკეთება შეუძლია სიყვარულს, ზრუნვას და, დიახ, ეს ძალიან რთულია, მაგრამ, დამიჯერეთ, შედეგი უბრალოდ ფასდაუდებელია.
მე მსიამოვნებს თბილი აბაზანა, რომელიც ასე მყუდროა გვიან საღამოს. მე მსიამოვნებს რამდენიმე მეგობრის იშვიათი სტუმრობა. სამსახურში მიმავალს მზე და შემოდგომის ფოთლები მსიამოვნებს. მიხარია, როდესაც ჩემი შვილი საკუთარი წარმატების შესახებ მიყვება, მაგრამ ყველაზე მეტად მიხარია, როდესაც ვხედავ, როგორ გულმოდგინედ წარმოთქვამს დენისი სიტყვებს, ნელ -ნელა დგება და ხელს მიჭერს. ბედნიერი ვარ და მე მჯერა, რომ ძალიან მაგარია, იყო ძლიერი ქალი.
იმის მიუხედავად, რომ ექიმი ვარ და მტკიცებულებებზე დამყარებულ მედიცინას ვემსახურები, მაინც მჯერა სასწაულების. მჯერა, რომ ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ და ჩემი ქმარი შეძლებს, კვლავ მივიდეს სამსახურში, დახედოს პაციენტებს და იზრუნოს მათზე.