დიანა ჯოჯუა უკვე წლებია, რაც საზოგადოებას დღის ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს ყოველ საღამოს, 9 საათზე ტელეეკრანებიდან უყვება. დიანა ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა, თუმცა ცოტამ იცის, როგორია ის კამერებს მიღმა. როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, ცელქი ბავშვი იყო და ფეხბურთის თამაში უყვარდა:
„ბავშვობაში ძალიან ცელქი ვიყავი. ვთამაშობდი ფეხბურთს. როცა რამე არ მომეწონებოდა, თავით შევრბოდი და მედგრად ვიდექი ჩემი პოზიციების დასაცავად“ - იხსენებს ის და ამბობს, რომ ჟურნალისტიკაში უცნაურად აღმოჩნდა, რადგან ყოველთვის იურისტობა სურდა: „ვიფიქრე, ახლა ჟურნალისტიკაზე ჩავაბარებ და შემდეგ წელს გადავაბარებ-მეთქი, მაგრამ მოვხვდი საოცარ სამყაროში, რასაც ტელევიზია ჰქვია და ძალიან მომეწონა.“
რაც შეეხება დიანა ჯოჯუას პირად ცხოვრებას, მისი რჩეული ბიზნესმენი ნიკა რამიშვილია. ნიკა სხვადასხვა დროს მუშაობდა „არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში“, „საქართველოს დასაქმების სახემწიფო აპარატში“, შემდეგ კი კერძო ბიზნესში გადავიდა. დიანას და ნიკას ერთი ქალიშვილი, ტუნა რამიშვილი ჰყავთ.