სოციალური ქსელი TikTok-ი ბევრი ადამიანისთვის გახდა ადგილი, სადაც ცხოვრებისეულ ტრავმებსა თუ სირთულეებზე გულწრფელად საუბარი შეიძლება. ცოტა ხნის წინ მომხმარებელმა ალისა-მეი ჰარისონმა გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, რომელშიც ის საუბრობდა საყვარელი მამაკაცის ღალატზე. ტყუილისა და ორგულობის შემთხვევები ჩვენ გარშემო ბევრია, თუმცა ალისას შემთხვევა სხვებს არ ჰგავს. ალისა მეი ჰარისონს პარტნიორმა მისსავე დედასთან უღალატა.
ალისა რაიანს დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდა, თუმცა მოგვიანებით გაიგო, რომ შეყვარებული პირველივე დღიდან ატყუებდა და ღალატობდა სხვა გოგონებთან. ალისას ის უყვარდა და ამის პატიება შეძლო. ურთიერთობა კვლავ დალაგდა და თითქოს ყველაფერი კარგად იყო, როცა მან მოულოდნელად გაიგო, რომ ორსულად იყო. ალისამ ბავშვის შენარჩუნება გადაწყვიტა, რაც გასაკვირი იყო, რადგან მის გვერიდთ არც ისე ერთგული და საიმედო კაცი იდგა.
როცა მშობიარობის დრო მოვიდა და ალისა საავადმყოფოში წაიყვანეს, ის ცდილობდა პარტინიორ მამაკაცთან დარეკვას, თუმცა რაიანი მის ზარს არ პასუხობდა. მოგვიანებით მან სულელური მიზეზი მოიგონა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვან საქმეზე იყო, მაგრამ რა უნდა იყოს ადამიანის ცხოვრებაში იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე საკუთარი შვილის დაბადებაა?!
ორიოდე კვირის შემდეგ მეზობლებმა გადაწყვიტეს ალისა-მეისთვის ეჩვენებინათ სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები. აღმოჩნდა, რომ სანამ ალისა სამშობიარო ტკივილებს უმკლავდებოდა და შვილს აჩენდა, მისი დედა და პარტიორი დროს რომანტიკულ გარემოში ერთად ატარებდნენ. ამ საშინელი ფაქტის შემდეგ ალისამ იპოვა ძალა, დაეტოვებინა მატყუარა და ტოქსიკური პარტნიორი, თუმცა მისთვის ორმაგი ღალატი არც ისე მარტივი აღმოჩნდა და დღემდე ცდილობს ამ ტრავმასთან გამკლავებას.