ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დედაზე საუბრობს.
"შარშან, როცა მცხეთის ერთ სოფელში გადმოვედი საცხოვრებლად, დედაჩემი ჩამოვიდა. დიდად არ უყვარს გურიის დატოვება. მამაჩემის დატოვება. ასე ამბობს - სასაფლაოს გულისხმობს. თანაც ვერც ჯანმრთელობით დაიკვეხნის. სრულიად პირიქითაც.
<div>
<div>სახლს კი დაულაგებელი არ ეთქმოდა, მაგრამ საქმეებიდან რომ დავბრუნდი, დავინახე, მაინც ჩაჩოქილიყო აივანზე და ხეხავდა. თან ხმამაღლა ლაპარაკობდა. ხეხვა არ გამკვირვებია, სხვანაირად რომ ყოფილიყო, ეგ უფრო გამაოცებდა. ხმას მივუგდე ყური - მამაჩემს ელაპარაკებოდა. სახლზე. ეზოზე. აღუწერდა. აი, დღესაც, უკვე საკმაოზე მეტად დასუსტებული, იჯდა, ყვავილს მიწას უცვლიდა და მამაჩემს, ამჯერად საყვედურობდა, სახლის ყვავილები რეიზა არ გიყვარდაო.</div>
</div>
<div>
<div>და კიდევ ერთხელ მივხვდი - სიტყვა ყველა გზაზე გრძელია. იოლად გაწვდება ათას კილომეტრს. მცხეთიდან კვირიკეთის სასაფლაომდე ადვილად უწევს. უფრო შორსაც. სიტყვას გააჩნია უბრალოდ - მთქმელს და სათქმელს", - წერს კეკელიძე.</div>
</div>