დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად უზიარებს გამომწერებს სხვადასხვა ოჯახურ კადრს. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს ანუკის უმცროსი შვილის, ნიკოლასის ვიდეოები. მისი ჩაცმულობა და საუბრის მანერა ხშირად დიდ მოწონებასა და დადებით შეფასებებს იღებს.
ამჯერად ანუკი არეშიძე სწორედ შვილების ფოტოებს აქვეყნებს: „გიზიარებთ ზაფხულის დღეებს“ - წერს ის. როგორც ჩანს, ბიჭებმა ზაფხული ერთად მხიარულად გაატარეს და ანუკის ობიექტივშიც არაერთხელ მოხვდნენ.