”ჩემი დედამთილი ფიქრობს, რომ მისი ფინანსური უსაფრთხოება ჩემი საზრუნავია, მაგრამ მე ასე არ მგონია. ქმარი უეცერად დავკარგე, ვცდილობ დავალაგო ოჯახში არეული ურთიერთობები, ისედაც უამრავი პრობლემა მაქვს, დედამთილი კი ბინის გაყოფას მთხოვს...
კორონავირუსმა ჩემი ქმარი 4 თვის წინ იმსხვერპლა. წელს ის 50 წლის იყო. მარტო დავრჩი ჩემს 10 წლის ქალიშვილთან და უამრავ პრობლემასთან ერთად, მათ შორის, ფინანსურ ვალდებულებებთანაც, რადგან ჩვენი 2 სესხი გვაქვს ბანკიდან, თუმცა ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით, რაც წინ მელოდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. ჩემი ქმრის დაკრძალვის ცერემონია იყო, როდესაც დედამთილი მოვიდა ჩემთან და კითხვები დამისვა ბინასთან დაკავშირებით. მაშნვე ვერ მივხვდი, რა უნდოდა, თურმე მისი გაქოფის გეგმა ჰქონდა. ეს ჩემი ქმრის ბინაა. მან ის ბებიისგან მიიღო მემკვიდრეობით, მამის მხრიდან. ანუ, როგორც მე მესმის, დედამთილს საერთოდ არაფერი აქვს მასთან საერთო. მეტიც, მე და ჩემს ქალიშვილს წასასვლელი არსად გვაქვს, მაგრამ დედამთილს ეს საერთოდ არ ადარდებს. მისთვის მთავარი საკუთარი თავია და ერთი სესხი, რომელიც მე და ჩემმა ქმარმა გამოვიტანეთ ბანკიდან, სწორედ მისთვის იყო. როგორც გაირკვა, ბინის ქირას თვეების განმავლობაში არ იხდიდა, დაგროვილი ვალი კი ჩვენი გასასტუმრებელი აღმოჩნდა. მეორე სესხი ჩვენი ბინის რემონტისთვის ავიღეთ, რადგან გვინდოდა, რომ ჩვენი ბინა კომფროტული და სასიამოვო ყოფილიყო. როცა ორივე ვმუშაობდით, ვახერხებდით ვალის გასტუმრებად და პრობლემა არ გვქონდა, მაგრამ ახლა არ ვიცი, რა უნდა ვქნა. დედამთილი ყოველდღე მირეკავს. ახლობლებიც კი შეაწუხა, მე მადანაშაულებს.
ადვოკატს ველაპარაკე და მან მითხრა, რომ მას მართლაც აქვს წილის მოთხოვნის უფლება, ჯობს, ყველაფერი მშვიდობინად მოვაგვაროთ და საქმე სასამართლომდე არ მივიყვანოთ. ამ ქალს უბრალოდ არ აქვს სინდისი! თუ ყოველი გროშის დაცვა მომიწევს სასამართლოში, აუცილებლად დავიცვა, პირველ რიგში, ჩემი ქალიშვილისა და მისი მომავლის სასიკეთოდ."