მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა, მედია ყოველდღიურად აშუქებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. მიხეილ სააკაშვილი 23 დღეა შიმშილობს და როგორც მისი პირადი ექიმი ამბობს, მდგომარეობა შეიძლება ყოველ წუთში დამძიმდეს.
გიული ალასანია ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის ამ მდგომარეობას ოჯახი განსაკუთრებით განიცდის.
"ეს დღეები ბავშვთან ვარ, რადგან სანდრას მოუწია ჰოლანდიაში წასვლა, მალე ჩამოვა. დილით ყველაფერს ვიგებ ტელევიზიით, ასე ვისმენ მის შესახებ ინფორმაციას და შემდეგ - ვინმე თუ დამირეკავს. თუმცა დიდი კავშირები იმ ადამიანებთან, ვისაც მიშასთან კონტაქტი აქვთ, არ მაქვს.
რაც შეეხება ბავშვების მდგომარეობას, არავინ არ არის კარგად. არ იმჩნევს ბავშვი, მაგრამ ის მუდმივად ღელავს... ოჯახში არ გვაქვს ნორმალური ვითარება" - ამბობს მიხეილ სააკაშვილის დედა.
რაც შეეხება ექსპრეზიდენტის პირად ცხოვრებას, გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შესახებ მანაც იმ დღეს გაიგო, როცა ყველამ. მისი თქმით, არასოდეს ერევა შვილის პირად ცხოვრებაში და არც ლიზას შესახებ იცოდა რამე.
გააგრძელეთ კითხვა