თორნიკე, იგივე თოშა ქებურია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ის მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას შვილია და ამ სფეროში თავადაც წარმატებულია. 2017 წელს თოშამ მოდელ ქეთი ჟღენტზე იქორწინა. ბიზნესმენმა რჩეულს ხელი საფრანგეთში, კანის სანაპიროზე სთხოვა, მათი გრანდიოზული ქორწილის შესახებ კი მედია დიდი ხნის განმავლობაში წერდა. წყვილს ორი შვილი, კატერინა და ბუბა ჰყავს, ხოლო მესამე შვილს იანვარში ელოდება.
ქეთი ჟღენტი სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც სახალისო ვიდეოებს, ისე პირად და ოჯახურ ფოტოებს. ამჯერად ის გამომწერებს მეუღლესთან ერთად გადაღებულ ულამაზეს კადრებს უზიარებს: „სიგიჟემდე, უპირობოდ, სამუდამოდ მიყვარხარ... 4 წელი ერთად“ - წერს ქეთი. წყვილის რომანტიკულმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა: „გილოცავთ“, „ძალიან ლამაზები“, „რა ტკბილები ხართ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.