ფოტომოდელ და ინფლუენსერ თამო ვაშალომიძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანს და განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელში. თამოს ფოტოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს, ხოლო მისი პირადი ცხოვრება მუდმივად განხილვის საგანია.
როგორც ცნობილია, თამო ვაშალომიძის რჩეული აკა სამხარაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია და თავად, მეუღლისგან განსხვავებით, კამერების წინ იშვიათად ჩნდება, თუმცა, ამჯერად წყვილი ევროპაში მოგზაურობს და ერთად გადაღებულ ულამაზეს ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებს. თამომ საკუთარ “ინსტაგრამზე“ ვიდეოც გამოაქვეყნა: „ნახე, რა უნდ აგაჩვენო, ნახე, რა სილამაზეა... რა ლამაზი საქორწილო კაბები იყო... ხომ იცი, მე უნდა ჩავიცვა 4 საქორწილო კაბა ჩემს ქორწილში... ყველაზე სიმპათიური ადამიანი ხარ მთელს დედამიწაზე“ - ამბობს ის ვიდეოში.