ცნობილი ქართველი ექიმი, კარდიოქირურგი ლევან ქარაზანიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და გამომწერებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს. მან ცოტა ხნის წინ რჩეულზე, ქეთი ძიგუაზე იქორწინა. წყვილმა თაფლობის თვე კუნძულ მალიორკაზე გაატარა.
ამჯერად წყვილი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მათ ოჯახს ახალი წევრი, ოთხფეხა მეგობარი შეემატა. ვიდეომ გამომწერების აღფრთოვანება და უამრავი დადებითი რეაქცია გამოიწვია: „ასაკი მხოლოდ ციფრებია, უსაყვარლესები ხართ“, „თქვენი ფანი ვარ“, „რა საყვარლები ხართ ყველა!“ - წერენ „ინსტაგრამზე“.