ოჯახი

"ჩემი ფავორიტი ქალიშვილი ანამარია" - დავით ბაგრატიონმა საზოგადოებას მისი და ირინა ბეგაშვილის შვილი გააცნო, როგორ გამოიყურება სამეფო ოჯახის წევრი?

"ჩემი ფავორიტი ქალიშვილი ანამარია" - დავით ბაგრატიონმა საზოგადოებას მისი და ირინა ბეგაშვილის შვილი გააცნო, როგორ გამოიყურება სამეფო ოჯახის წევრი?
"და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი მე­ო­რედ ძველ სიყ­ვა­რულ­ზე და­ქორ­წინ­და - ქარ­თვე­ლი პრინ­ცის რჩე­უ­ლი ბე­გაშ­ვი­ლია“ - ამ სა­თა­უ­რით გა­მოქ­ვეყ­ნდა Ambebi.ge-ზე სტა­ტია 2021 წლის იან­ვარ­ში.

მა­შინ გიყ­ვე­ბო­დით, რომ და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა ირი­ნა ბე­გაშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა და წყვი­ლი სა­გუ­რა­მო­ში, და­ვი­თის ვი­ლა­ში ცხოვ­რობ­და. თუმ­ცა მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია ბევ­რად ადრე და­ი­წყო. ჩვე­ნი წყა­რო გვიყ­ვე­ბო­და, რომ ირი­ნა ბე­გაშ­ვილ­მა და და­ვით­მა ერ­თმა­ნე­თი წლე­ბის წინ გა­იც­ნეს.

მა­შინ და­ვი­თი ჯერ კი­დევ არ იყო ანა ბაგ­რა­ტი­ონ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­თან კი და­შო­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ. და­ვი­თი­სა და ირი­ნას ის­ტო­რია დიდ­ხანს გაგ­რძელ­და და წყვი­ლი
სწო­რედ მა­შინ და­შორ­და ერ­თმა­ნეთს, რო­დე­საც პრინცმა ანა ბაგ­რა­ტი­ონ­ზე იქორ­წი­ნა.

ასე­ვე წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვითს და ირი­ნას სა­ერ­თო შვი­ლი, გო­გო­ნა ანა მა­რია ჰყავთ. და­ვი­თი ქარ­თულ მე­დი­ას­თან არ თა­ნამ­შრომ­ლობს და მისი არ­ცერ­თი ინ­ტერ­ვიუ არ და­ბეჭ­დი­ლა მას შემ­დეგ, რაც სა­მე­ფო ქორ­წი­ნე­ბა შედ­გა. ანა­სა და და­ვი­თის წყვი­ლი მალე გან­ქორ­წინ­და და და­ვი­თი ირი­ნას და­უბ­რუნ­და.

"ჩემი ფა­ვო­რი­ტი ქა­ლიშ­ვი­ლი, ანა­მა­რია ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რან - ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი" - ამ სა­ხელ­წო­დე­ბით ანა მა­რი­ას ფოტო და­ვით­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

იხილეთ ფოტოები


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93