ოჯახი

"გა­დავ­წყვი­ტე, გა­ვაგ­რძე­ლო ცხოვ­რე­ბა, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია" - ვინ არის გელა დაიაურის მეუღლე

"გა­დავ­წყვი­ტე, გა­ვაგ­რძე­ლო ცხოვ­რე­ბა, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია" - ვინ არის გელა დაიაურის მეუღლე
გელა და­ი­ა­უ­რი და­ო­ჯახ­და. მისი რჩე­უ­ლი ეკა მან­ჩხაშ­ვი­ლია. რამ­დე­ნი­მე თვის წინ პო­ე­ტი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ გა­და­ტა­ნი­ლი ტრა­გე­დი­ი­დან 11 წლის შემ­დეგ მარ­ტო­ო­ბით და­ი­ღა­ლა...

"ის სრულ­ყო­ფი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა ალ­ბათ აღა­რას­დროს იქ­ნე­ბა... თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა. დღე­საც არ ვიცი, ამ ამ­ბავს რო­გორ შეხ­ვდე­ბი­ან. ად­რეც ვამ­ბობ­დი, რომ თუ შემ­ხვდე­ბო­და ადა­მი­ა­ნი, უკან არ და­ვი­ხევ­დი. შემ­ხვდა ალ­ბათ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც გა­დავ­წყვი­ტე, გა­ვაგ­რძე­ლო ცხოვ­რე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. ამ ტრა­გე­დი­ის მა­ტა­რე­ბელ ადა­მი­ანს რომ და­უდ­გე­ბი გვერ­დით, ესე იგი, ძლი­ე­რი უნდა იყო. სი­მარ­ტო­ვემ დამ­ღა­ლა. არას­დროს მი­ძებ­ნია ვინ­მე,
ვერც ვე­რა­ვინ შეც­ვლის თეოს, მაგ­რამ დამ­ღა­ლა მარ­ტო ყოფ­ნამ. არ მინ­და, რომ მარ­ტომ ვი­ცხოვ­რო... და­ვი­ღა­ლე", - ამ­ბობ­და გელა და­ი­ა­უ­რი.

ეკა მან­ჩხაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აქ­ვეყ­ნებს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს, სა­დაც ჩანს, რომ წყვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში მოგ­ზა­უ­რობს.

"ძა­ლი­ან მი­ხა­რია თქვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა...“

"გელა, მინ­და, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბი იყოთ...“

"გელა, ძიას კაცო, შენ იცი, რომ ყო­ველ­თვის გა­ფა­სებ და პა­ტივს ვცემ შენს ჯიშ-ჯი­ლაგს. ამი­ტო­მაც, მინ­და, დაგ­ლო­ცოთ და გი­სურ­ვო ბედ­ნი­ე­რი წლე­ბი. მი­ხა­რი­ხარ და მიყ­ვარ­ხარ, რო­გორც ჩემი სის­ხლ-ხორ­ცი. გფა­რავ­დეს ჩემი მუ­ხის გი­ორ­გის სა­ლო­ცა­ვი, გე­ნაც­ვა­ლეთ!“

"ჩემო გოგო, მი­ხა­რია, ბედ­ნი­ე­რებს რომ გხე­დავთ, გამ­რავ­ლდით და გა­ი­ხა­რეთ“.

გააგრძელეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93