მსახიობი გიო რგი მახარაძე რამდენიმე წლის წინ მეორედ დაოჯახდა. მისი რჩეული ასევე მსახიობი მარიამ ნადირაძეა. წყვილს ერთი გოგონა, ნიკა ჰყავს. გიორგიმ და მარიმმა შვილის დაბადებისა და ოჯახის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრეს: „თავისით მოვიდა, თვითონ გადაწყვიტა მოულოდნელად და ახალი ცხოვრება დაგვაწყებინა, ახალ ეტაპზე გადაგვიყვანა და სასიამოვნო პასუხისმგებლობები დაგვაკისრა. სახლიც გაამრავალფეროვნა, სამყარო ბევრად ლამაზი გახდა. ჩვენც ცხოვრების ახალ ეტაპზე ვართ, ნიკას დაბადება და ჩვენი შინაგანი ცვლილებები ერთმანეთს დაემთხვა, ამიტომ ძალიან საინტერესო ეტაპზე ვართ. ჩვენთვის ერთმანეთზე ზრუნვა პირველ ადგილზე გადავიდა. გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ ერთმანეთს. ძალიან კომფორტული ბავშვია, ორივე ჩართული ვართ მის აღზარდაში. ზედმეტი პანიკის გარეშე ვსწავლობთ ყველა ეტაპს, რომელიც უნდა გაიაროს“ - ამბობენ გიორგი მახარაძე და მარიამ ნადირაძე.