ზოგ ადამიანს ცხოვრებაში მეტად უმართლებს, ზოგს კი - ნაკლებად, თუმცა იმედის დაკარგვა და სასოწარკვეთა ყველაზე ცუდი გზაა, რას შეიძლება განსაცდელში მყოფმა ადამიანმა აირჩოს. რეალობა ზოგჯერ ზღაპარს ემსაგვსება და ყველაფერი ისე ხდება, როგორც ამას ყველაზე მიუწვდენელ ოცნებაში წარმოვიდგენდით...
ანა 19 წლის იყო, როცა საყვარელ კაცთან ერთად ცხოვრება დაიწყო. ერთი წლის შემდეგ წყვილს შეეძინა ბავშვი, ახალგაზრდა მშობლები ბედნიერები იყვნენ და მათ გარშემო ყველა აღფრთოვანებული იყო ამ ლამაზი ოჯახით. ორი წლის შემდეგ ანამ გოგონა გააჩინა. როგორც ჩანს, ამ ოჯახში ყველაფერი ჯერ კიდევ იწყებოდა. მამა ახალგაზრდა და სიმპათიური მეოჯახე კაცია, დედა კი ნამდვილი დიასახლისია. მეორე შვილის დაბადებიდან ძალიან მალე წყვილს შორის ურთიერთობა აირია, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ანა ორ შვილთან ერთად დარჩა მხარდაჭერის გარეშე, ის დედასთან გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ანას დედამ ახლახან დაალაგა პირადი ცხოვრება, ჰყავდა პარტნიორი და ოროთახიან ბინაში ამდენ ადამიანთან ერთად ცხოვრება არ სურდა.
სანამ დედასთან ცხოვრობდა, ანამ მეზობლის ბიჭთან დაიწყო ურთიერთობა. ის ბავშვების აღზრდაშიც ეხმარებოდა საღამოობით ერთად სასეირნოდაც დადიოდნენ. მალევე ანა მესამედ დაორსულდა. როგორც კი პარტნიორს ამის შესახებ უთხრა, მან ბინა გაყიდა და საზღვარგარეთ წავიდა. ანას ის აღარასდროს უნახავს.
გარკვეული დროის შემდეგ ანა ავტობუსში მომხიბვლელი კაცის მზერას გადააწყდა. როგორც ჩანს, სიმპათია ორმხრივი იყო და ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. ანამ უთხრა, რომ სამი შვილი ჰყავდა და მათ მარტო ზრდიდა. ამ ამბის გაზიარების შემდეგ, მას რომანტიკული ურთიერთობის იმედი არ ჰქონდა. ანა ამ კაცს კვლავ ავტობუსის გაჩერებაზე შეხვდა, მათ კვლავ ისაუბრეს და კაცი მას სიყვარულში გამოუტყდა და უთხრა, რომ დაქორწინება სურდა.
ორი თვის შემდეგ ანა შვილებთან ერთად მასთან გადავიდა საცხოვრებლად, მან იპოვა კაცი, რომელსაც გულწრფელად უყვარს. 30 წლის სერგი განქორწინებული იყო და საავადმყოფოში მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ცოლმა მიატოვა, არც უფიქრია, რომ ვინმე შეუყვარდებოდა. ის ანას არაფერს ჰპირდებოდა, არც სიმდიდრეს, არც ფუფუნებას, თუმცა ზრუნავდა მასზე და მის შვილებზე, მისი გრძნობები ნამდვილი და სუფთა იყო... მათ უბრალოდ ხელი მოაწერეს და ბედნიერი ოჯახის შესაქმნელად ესეც საკმარისი აღმოჩნდა. ხელის მოწერის შემდეგ მათ შვილი შეეძინათ, ანა უფრო ლამაზი და მხიარული გახდა, სერგი კი თავს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ კაცად გრძნობდა...