ცნობილი დედის, შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე სოციალურ ქსელში თავადაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 120 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც ხშირად უზიარებს პირად ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს.
დღეს ევა ბარბაქაძე იუბილარია, ის 20 წლის გახდა. დაბადების დღე მას დედამ, შორენა ბეგაშვილმა ორიგინალური სიურპრიზით მიულოცა და სადღესასწაულო დეკორაციების თანხლებით სამი ტორტი მიართვა. ევამ ეს მნიშვნელოვანი დღე ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.