ოჯახი

„ხვალ ჩემი დედამთლის დაბადების დღეა, მეტირება, როცა ვფიქრობ მის განცდებზე... მაწყნარებს, როცა მიჭირს - შენც ჩემი შვილი ხარ, სანდრა, გაძლიერდი!“ - სანდრა რულოვსი გიული ალასანიას ემოციურ წერილს სწერს

„ხვალ ჩემი დედამთლის დაბადების დღეა, მეტირება, როცა ვფიქრობ მის განცდებზე... მაწყნარებს, როცა მიჭირს - შენც ჩემი შვილი ხარ, სანდრა, გაძლიერდი!“ - სანდრა რულოვსი გიული ალასანიას ემოციურ წერილს სწერს
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და ყოფილი მეუღლის, მიხეილ სააკაშვილს დედას, გიული ალასანიას დაბადების დღეს ულოცავს: „ხვალ ჩემი დედამთილის, გიული ალასანიას დაბადების დღეა. მეტირება, როდესაც ვფიქრობ მის განცდებზე: ერთადერთი შვილი უდანაშაულოდ ზის ციხეში და ელემენტარული უფლებებისთვის იბრძვის: სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება! ხვალ ასევე ჩვენი ოჯახის დიდი მეგობრის, გელა ჩარკვიანის დაკრძალვაზე მისვლას აპირებს, რაც ასევე უმძიმეს გულ
ისტკივილს წარმოადგენს. გიული უძლიერესი ქალია და ძალიან ბევრი რამ ძალიან ღირსეულად გადაიტანა. ამ ბოლო დროს ის მე მაწყნარებს, როცა მიჭირს: "შენც ჩემი შვილი ხარ, სანდრა, გაძლიერდი!" გილოცავ, გიული, სულით და გულით! მიშას გადაყვანა მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში შენი დაბადების დღის საჩუქარი ყოფილიყოს!“ - წერს სანდრა რულოვსი. 


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93